მერვე კლასს ვასწავლი უკვე მეოთხე წელია, ჩვენი ერთობლივი მუშაობა ამ წლების განმავლობაში ნაყოფიერად წარიმართა. კლასი მუდმივად მაძლევდა იმის საშუალებას, რომ მრავალფეროვანი აქტივობები დაგვეგეგმა და განგვეხორციელებინა. მოსწავლეების უმეტესობა ხალისით ერთვება სასკოლო აქტივობებში, ისინი ფლობენ მაღალი სააზროვნო დონის უნარებს.ჩვენი საგაკვეთილო პროცესები მუდმივად მიმდინარეობს დებატების, დისკუსიების, პრეზენტაციების ჩართულობით.
მეორე მსოფლიო ომი კინემატოგრაფიასა და მხატვრულ ლიტერატურაში.
გადავწყვიტეთ მეორე მსოფლიო ომის მოვლენები კინოს და მხატვრული მოვლენებით წარმოგვედგინა.გამჭოლი კომპეტენციების ჩართვა სასწავლო პროცესს გაცილებით საინტერესოს და დასამახსოვრებელს ხდის. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.მხატვრული ფილმის "ჯარისკაცი მამა", "შინდლერის სია".ანიმაციური ფილმის "ციცინათელების სასაფლაო", მხატვრული ლიტერატურის "ანა ფრანკის დღიურები", "წიგნების ქურდი". ქართული სერიალის "ქერჩი" გაანალიზებით, მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები ძალიან შთამბეჭდავი იყო.
![](https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEhttbfNHQAflnPsPRfykrjrvISqyqWwQ83eR5ZWRxVfsNlFotgQ8skAnd6uQtjcEW1c8aCvWBjqWldxy1UaIxmxOuuFSm4W7w3JTHqQRutlbJttu4QbM43OI6NwlK07siWUVLULodI2qgc/s320/27868085_1804912436227426_2358631829029414292_n.jpg)
No comments:
Post a Comment