გვახსოვდეს აფხაზეთი


    27 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღესასწაულობს ჯვართამაღლებას.მაგრამ ვაი რომ,
ქართველ ერს ეს დღე სადღესასწაულო კი არა სამგლოვიარო დღედ ექცა...27 სექტემბერი  საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე შავად დაიწერა,დავკარგეთ სოხუმი...დავკარგეთ ის, რაც ოდითგანვე ჩვენი განუყოფელი ნაწილი იყო. ყველა ქართველის ვალია არ დაივიწყოს მისი წარსული და მუდამ ახსოვდეს ქართველი ერის ტკივილი.აფხაზეთია  ქართველის ტკივილი.
სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, რომ თაობას რომელიც ომის შემდეგ დაიბადა და მხოლოდ ყურმოკვრით სმენია აფხაზეთზე, არ დაავიწყდეს მისი ერის უახლოესი წარსული, რათა უკეთ შეიგრძნოს ტრაგედია, რომელიც დაატყდა თავს ქართველ ერს, და რაც მთავარია სწორი დასკვნების გაკეთება შეძლოს.ამ მიზნით დაიგეგმა სხვადასხვა ტიპის აქტივობებიც, ბავშვები თავად უნდა ყოფილიყვნენ ჩართულნი ისტორიის ამ ეპიზოდის შეცნობაში.
     კვირეულის ფარგლებში განხორციელდა კედლის გაზეთების გამოფენა, რომელიც  მეშვიდე კლასელებმა დაამზადეს მას შემდეგ რაც მათთვის ჩავატარე საინფორმაციო სახის პრეზენტაცია სოხუმის დაცემის შესახებ.ასევე მერვე კლასში ჩატარდა მინი- კონფერენცია, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე
   მეშვიდე კლასის მოსწავლე ნინა შარაშიძემ თავად გამოხატა სურვილი ესაუბრა სოხუმის დაცემაზე, მან თანაკლასელებს წარუდგინა მის მიერ მომზადებული პრეზენტაცია და ისაუბრა აფხაზეთის ომზე

მცირე მეგზურობა მეც გავუწიე ჩემს ყოჩაღ მოსწავლეს


პრეზენტაცია მეცხრე კლასში

მერვე კლასში ჩატარდა მინი-კონფერენცია თემაზე:აფხაზეთი საქართველოა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაცია კლასის წინაშე, რის შემდეგაც გაიმართა მცირე დისკუსია, მათ ისაუბრეს აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელობაზე და უშუალოდ აფხაზეთის ომის შედეგებზე
კონფერენცია
 თემა: აფხაზეთი-საქართველოა
მომხსენებელთა განრიგი
1.      შესავალი სიტყვა-ნანა ზაზანაშვილი
2.      პრეზენტაცია-ვიდეო აფხაზეთის ომზე-ნიკოლოზ ტოპეშაშვილი
3.      აფხაზი ხალხის ტოპონიმიკა-თაკო გელბახიანი
4.      აფხაზთა სამთავროს წარმოქმნა-მარიამ მინასიანი
5.      აფხაზეთის სამეფოს გაძლეიერება-კატო პაატაშვილი
6.      აფხაზეთის საკითხი საბჭოთა კავშირში-თინათინ პორტნაია
7.      აფხაზეთის ომი-ივა ზედელაშვილი,ლუკა სოზაშვილი, ლუკა მახარაშვილი
8.      ლექსი აფხაზეთზე-მარიამ ბალხამიშვილი



გამოყენებული რესურსები: აფხაზეთის რუკა-მოამზადა თათია თათრიშვილმა
                                                    ინტერნეტ-რესურსები და ვიდეო
                                                     კედლის გაზეთი-მოამზადა გივი წერუაშვილმა
                                                    საკითხავი ყმაწვილთათვის-ტომი 6
                                     







მეშვიდე კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები



ვფიქრობ კვირეულის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დადებითად განხორციელდა, ჩემმა მოსწავლეებმა უფრო სირღმისეულად გაიაზრეს ამ დღის მნიშვნელობა და რაც მთავარია ისინი აქტიურად ჩაერთვენენ დისკუსიებში და გამოთქვეს საკუთარი აზრი აფხაზეთის ომზე და მის შედეგებზე.

No comments:

Post a Comment