შიდა შეფასების გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია 7კლასი

რეფლექსია VII დ კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე
  ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო ფაქტების და მოვლენების დაკავშირება ალექსანდრე მაკედონელის ეპოქასთან.მისი მოღვაწეობის მნიშვნელობის გაგება-გააზრება. ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტის განსაზღვრა შესაბამის რუკებზე.
  გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეებს შევახსენე ქცევის წესები თვალსაჩინოების სახით, ასევე წინასწარ გავაცანი შეფასების კრიტერიუმები,რათა არ დაკარგულიყო დრო არასაგაკვეთილო აქტივობებზე და განმავითარებელი შეფასება ყოფილიყო ვალიდური და გამჭვირვალე.
  მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად მივმართე გონებრივი იერიშის მეთოდს, რაც დამეხმარა  არსებული ცოდნის ახალ მასალასთან დაკავშირებაში.
  მოსწავლეებს გავაცანი მაკედონიის პოლისის დაწინაურების მიზეზები, ასევე ალექსანდრეს ლაშქრობები აღმოსავლეთში, რისთვისაც რესურსად გამოვიყენე სლაიდშოუ. ამის შემდეგ წინასწარ შექმნილ ჯგუფებს  დავურიგე სამუშაო ფურცლები, სადაც მოცემული იყო თოთოეული ჯგუფისთვის წინასწარ შემუშავებული კითხვები.პირველ ჯგუფს დაევალა,გასცნობოდნენ ქვეთავს: „მაკედონია“ და გაეცათ პასუხები შესაბამის კითხვებზე. მეორე ჯგუფს დაევალა, დაემუშავებინათ ქვეთავი: „ალექსანდრეს ლაშქრობები აღმოსავლეთში“ და ამის მიხედვით ეპასუხათ შესაბამის კითხვებზე.მესამე ჯგუფი ორიენტირებული იყო ალექსანდრეს ლაშქრობების მარშრუტის დადგენაზე სახელმძღვანელოში მოცემული შესაბამისი რუკის მიხედვით და გაეცათ კითხვებზე პასუხი.მეოთხე ჯგუფი გაეცნო ისტორიულ წყაროს ალექსანდრე მაკედონელის პიროვნების შესახებ და უპასუხა შესაბამის კითხვებს. მეხუთე  ჯგუფმა იმუშავა  ელინისტური და ალექსანდრეს ლაშქრობების ამსახველ რუკაზე და ასევე შესაბამის კითხვებზე.
  თითოეული ჯგუფის დავალება მიზნად ისახავდა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის კარგად გააზრებას, კავშირ-ურთიერთობების დადგენას, მისი როლის განსაზღვრას ძველ მსოფლიო ისტორიაში, შესაბამისი რესურსების განსაზღვრულ დროის ლიმიტში დამუშავებას. მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფებმა უპასუხეს შესაბამის კითხვებს, რითაც მოხერხდა თითოეული მოსწავლის ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში. მე ჯგუფის მუშაობის პროცესში და შემდეგაც შემოვიფარგლებოდი ფასილიტატორის როლით და ვსვამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს საჭიროების შემთხვევაში.
  პრეზენტირების შემდეგ შევაჯამეთ მიღებული ცოდნა  და დავუკავშირეთ წინარე გამოცდილებას. ამის შემდეგ მათ მივეცი საშინაო დავალება წერილობით შეესრულებინათ სახელმძღვანელოს დავალებები: N 2;3 , ასევე დავავალე ფილმის „ალექსანდრე დიდის“ ნახვა და შთაბეჭდილებების წერილობითი სახით წარმოდგენა , რაც ჩემი აზრით ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის ხანგრძლივ მეხსიერებაში დალექვას და ასევე განამტკიცებს საგანთშორის კავშირებს(ისტორია-ხელოვნება).
  გაკვეთილის ბოლოს გამოვიყენე ჯგუფური მუშაობის განმავითარებელი შეფასების რუბრიკა, ასევე მოსწავლეთა ჩართულობა წავახალისე სხვადასხვა ფერის განმასხვავებელი სტიკერებით.
  გაკვეთილის პროცესში გეგმის მოდიფიცირების საჭიროება არ დამდგარა.
  ვფიქრობ მიღწეული შედეგი საგაკვეთილო მიზნებთან რელევანტურია, მოსწავლეებმა გაიაზრეს მაკედონელის ეპოქის მთავარი პოლიტიკური მოვლენები, აქტივობები იყო მრავალფეროვანი და მარალ სააზროვნო უნარებზე ორიენტირებული. დროის ლიმიტი გამოვიყენე ეფექტურად. მოსწავლეები ჩართული იყვნენ საგაკვეთილო პროცესში.
  გაკვეთილის უარყოფით მხარედ მიმაჩნია მოსწავლეთა მეტყველების კულტურის ხარვეზი და ვფიქრობ, აღნიშნული პრობლემის დაძლევაში დამეხმარება ისეთი საკლასო აქტივობების დაგეგმვა, როგორებიცაა დისკუსია და დებატები.


გაკვეთილის გეგმა დეტალურად იხილეთ მითითებულ ლინკზეhttps://docs.google.com/document/d/1Zy5llw2l_8_KUreIPkeNLZEOcWu6NA4_4Ui_hSQyc20/edit


                                                   

4 comments:

  1. წარმატებები საუკეთესოა, კარგია მომეწონა

    ReplyDelete
  2. მომეწონა. წარმატებები.

    ReplyDelete
  3. შემდგომი წარმატებები!!!

    ReplyDelete