მსოფლიოს 7 საოცრება


პირველი სემესტრის დასასრულს მეშვიდე კლასებში განხორციელდა პროექტი "მსოფლიოს 7 საოცრება".მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოიძიეს ინფორმაცია, საკუთარი ხელით დაამზადეს შვიდივე საოცრების მაკეტები, ასევე გააკეთეს საინფორმაციო გაზეთები და წარმოადგინეს დასკვნითი პრეზენტაცია, პროექტში მონაწილეობას იღებდა ორივე მეშვიდე კლასი. პრეზენტაციები ძალიან საინტერესოდ გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს უსვამდნენ შეკითხვებს. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა კენჭისყრა და ბავშვებმა თავად გამოავლინეს გამარჯვებული სამი ნომინაცია: "საუკეთესო მაკეტი", "საუკეთესო პრეზენტაცია" და 'საუკეთესო კედლის გაზეთი".გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ასევე პროექტში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სიგელი.

















No comments:

Post a Comment