წლიური ანგარიში
2017 სასწავლო
წლის დასაწყისიდან ვხელმძღვანელობ XII
ა კლასს. კლასში არის 24 მოსწავლე,
აქედან 12 ბიჭია და 12 გოგონა. კლასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასის
აკადემიური მოსწრება სასწავლო წლის ბოლოს არის საშუალო.მიმდინარე სასწავლო წელს წავიდა
ერთი მოსწავლე (ბიჭი).კლასში 6 მოსწავლეს დაუგროვდა გაცდენების 30% მეტი, მათ დაენიშნათ
ექსტერნის გამოცდა, რომელიც დადებითად ჩააბარეს.სასწავლო
წელი დაასრულა 23-მა მოსწავლემ. კლასის აკადემიური მოსწრება არის საშუალო
10-9
|
8-7
|
6-5
|
4-3
|
2-1
|
1
|
2
|
20
|
|
|
ზოგადად კლასი
არის დისციპლინირებული და მობილიზებული. ნებისმიერ აქტივობას ასრულებენ პასუხისმგებლობით.
წლის განმავლობაში კლასში განხორციელდა სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გამომდინარე
იქედან,რომ ჩემი სადამარიგებლო კლასი არის დამამთავრებელი, ძირითადი აქცენტი სასწავლო
წლის განმავლობაში გადატანილი იყო საგამოცდო საკითხების მზადებაზე, კლასს უტარდებოდა
შუალედური წერები ოთხივე საგამოცდო საგანში. სისტემატიურად ვაწარმოებდი კლასის აკადემიური
მოსწრების მონიტორინგს.ასევე აქტიურად ვთანამშრომლობდი საგნის მასწავლებლებთან და ვადგენდი
მოსწავლეების საჭიროებებს.
ჩემი სადამრიგებლოს
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ
ოლიმპიადაში და მათგან ორი მოსწავლე გადავიდა რუსული ენის მეორე ტურში.
წლის განმავლობაში ვატარებდი საკლასო საათს და ვმართავდით დისკუსიებს
სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: „ჩემი მიზანი“; „სწრაფვა წარმატებისკენ“. ასევე ვაჩვენე
მხატვრული ფილმი „ჩემი სამყარო“, რის შემდეგაც გავმართეთ დისკუსია ფილმის შესახებ.აღნიშნული
თემები ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქედ
ჩამოყალიბებას.
სასწავლო
წლის განმავლობაში ჩავატარე 4 მშობელთა კრება. ასევე საჭიროებისამებრ მქონდა ინდივიდუალური
შეხვედრებიც მშობლებთან.
მეორე სემესტრის
განმავლობაში მოსწავლეები ხვდებოდნენ საქართველოში აკრედიტირებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებს,
ეცნობოდნენ მათ სასწავლო პროგრამებს და მიზნებს, აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობდა
მათი პროფესიული არჩევანის განმტკიცებას.
სასწავლო წლის
დასასრულს მაისის თვეში მეთორმეტე კლასს ჩაუტარდათ cat-ის დამამთავრებელი გამოცდა ოთხ საგანში: ქართული, ისტორია,
უცხო ენა,მათემატიკა. მოსწავლეების უმრავლესობამ წარმატებით დაძლია ბარიერი და დახურა
საშუალო საფეხური. მათემატიკის გამოცდაში ჩაიჭრა მხოლოდ 2 მოსწავლე ( 1 გოგონა და
1 ბიჭი).
ვფიქრობ ჩემი მუშაობა წლის განმავლობაში არის დამაკმაყოფილებელი.
ჩემი მოსწავლეების უმრავლესობამ წარმატებით დაძლია საშუალო საფეხური და აიღო საშუალო
განათლების დამადასტურებელი ატესტატი.
სასწავლო წელი
დავამთავრეთ პოზიტიურად,მოვაწყეთ კლასის გამოსაშვები საღამო და ექსკურსია.
No comments:
Post a Comment