მუზეუმში გასვლითი აქტივობის მთავარი დანიშნულება არის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და სკოლაში მიღებული ცოდნის ტრანსფერი მუზეუმში გამოფენილი ექსპონატებთან მიმართებით. აღნიშნული თვალსაჩინოება მოსწავლეებს ეხმარება რეალურად აღიქვან კონკრეტული ისტორიული ეპოქა და დაადგინონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ფაქტებსა და მოვლენებს შორის.
7 დ კლასში განხორციელებული აქტივობის მიზანი, კონკრეტულად კი თბილისის ეროვნული მუზეუმის მონახულება და იქ არსებული პრეისტორიული ეპოქისა და ანტიკური ხანის ამსახველი ექსპონატების დათვალიერება და სკოლაში მიღებული ცოდნის შეჯამება იყო.
დმანისელი ჰომინიდების გამოფენამ ბავშვებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მათ ვიზუალურად აღიქვეს თეორიულად მიღებული ცოდნა.ასევე დიდი სიამოვნებით დაათვალიერეს ანტიკური ხანის საქართველოს საგამოფენო დარბაზი.ექსკურსიის მეორე დრეს სკოლაში მათ უკვე წერილობით წარმოადგინეს თავიანთი შთაბეჭდილებები.
ვფიქრობ მსგავსი კლასგარეშე აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
No comments:
Post a Comment