წლიური საგნობრივი ანგარიში


სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის  ისტორიის პედაგოგის ნანა ზაზანაშვილის 2017-2018 სასწავლო წლის  წლიური საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი 7გ,7დ,8ა,9ბ, 12ა, 12ბ კლასებში.
   მე-7-ე კლასებში შევისწავლეთ ძველი მსოფლიო ისტორია, საგანი  შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვან თემებს მოიცავს, აქედან გამომდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ჩემ  მიერ დაგეგმილი იქნა სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობები.მართალია ზოგადად ორივე კლასის აკადემიური მოსწრება საშუალო დონისაა, თუმცა მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან კლასგარეშე აქტივობებში.სექტემბრის თვეში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით გაიმართა კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მეშვიდე კლასებიც ჩაებნენ  ამ კვირეულში. მათ მიერ მომზადებული იქნა აფხაზეთის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები, გარდა ამისა მათთვის მოვამზადე საინფორმაციო პრეზენტაცია , რომელიც აფხაზეთის ომში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.გარდა ამისა ვიყავით თბილისის ეროვნულ მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს პრეისტორიული ეპოქის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო უძველესი ადამიანის ექსპონატები და მათი საქმიანობის ამსახველი არქეოლოგიური მასალა.სემესტრის დასასრულს აღნიშნულ კლასებში განვახორციელე პროექტი „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული მაკეტები, კედლის გაზეთები და საპრეზენტაციო მასალა, პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები სხვადასხვა ნომინაციებში.მეორე სემესტრში სასკოლო კვირეულის ფარგლებში „საქართველოს ოკუპაცია“ და „საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე“ მრავალი აქტივობა დაიგეგმა კათედრაზე და რათქმაუნდა მეშვიდე კლასებიც აქტირად ჩაებნენ კვირეულში. დამზადდა საინფორმაციო გაზეთები, ჩატარდა პრეზენტაციები და გაიმართა დისკუსიები. წლის განმავლობაში ვცდილობდი მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილების ჩატარებას, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსწავლეები ინოვაციურ იდეებს დიდი ხალისით ხვდებოდნენ, მათ ვაძლევდი საშუალებას, რომ თავად ყოფილიყვნენ საგაკვეთილო პროცესის წარმართველნი და მე მხოლოდ ფასილიტატორის როლით შემოვფარგლულიყავი, მსგავსი ტიპის გაკვეთილები უფრო მეტად აღვივებდა მოსწავლეებში მოტივაციას. ვიყენებიდი წამახილესებელ ფერად სტიკერებს. რომელსაც წლის განმავლობაში აგროვებდნენ ბავშვები და წლის ბოლოს გამოვავლინეთ ყველაზე აქტიური მოსწავლეებიც.თუმცა რათქმაუნდა კლასებში იყვნენ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებიც,რომელთაც ვერ დაძლიეს სასწავლო წლის პროგრამა.
 VII  გ კლასში წლის ბოლოს ერთ მოსწავლეს გამოყვა საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 3 მოსწავლეს გაცდენების გამო ექსტერნატის გამოცდა.VII დ კლასში კი 2 მოსწავლეს აქვს საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 1 მოსწავლეს, რომელიც არის სსმ მოსწავლე აქვს  ექსტერნატის გამოცდა.
 ვფიქრობ ამ კლასებში ჩემი მუშაობა სასწავლო წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დადებითად წარიმართა.პრობლემად რჩება კვლავ შემაჯამებელი წერები. მომავალი სასწავლო კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობების შეტანას და განხორციელებას ვგეგმავ, რაც მეტად აამაღლებს სუსტი მოსწავლეების მოტივაციას სწავლისადმი და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას საკლასო პროცესში.
 მე-8-ა კლასში ასევე შევისწავლეთ მსოფლიო ისტორიის კურსი, რომელიც მოიცავს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდებს.ეს კურსი  შინაარსობრივად ყველაზე აქტუალურ თემებს მოიცავს და ახლოსაა თანამედროვეობასთან. გამომდინარე აქედან თითქმის ყველა თემის განხილვისას კლასში იმართება დისკუსიები-დებატები.კლასის მზაობა ნებისმეირ აქტივობებში ხელს მიწყობს მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში.კვირეულის ფარგლებში მერვე კლასში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს“, რომელიც მიეძღვნა ქართველი იუნკერების ხსოვნას.სისტემატიურად ვატარებდი საინფორმაციო პრეზენტაციებს,ასევე მოსწავლეები თავად ატარებდნენ შემაჯამებელ გაკვეთილებს პრეზენტაციების დახმარებით, მერვე კლასი ასევე მონაწილეობას იღებდა შიდა სასკოლო დებატებში.“ საქართველოს ოკუპაციის“ კვირეულის ფარგლებში კლასის მიერ დამზადებული იქნა ილუსტრირებული  ჟურნალი სახელწოდებით „ოკუპაციის ქრონიკები“.მოსწავლეების უმეტესობა  მოტივირებულია და ჩართულია საკლასო აქტივობებში. კლასში არის ერთი სსმ მოსწავლე, რომელიც სასწავლო კურს გადის მისთვის შექმნილი ინდივიდუალური გეგმით.სასწავლო წლის ბოლოს მე-8 კლასის აკადემიური მოსწრება არის საშუალოზე მაღალი, 30 მოსწავლიდან ერთ მოსწავლეს გამოყვა საშემოდგომო გამოცდა, ხოლო 3 მოსწავლეს-ექსტერნის გამოცდა.
მე-9 ბ კლასში შევისწავლეთ საქართველოს ისტორია.კლასის აკადემიური მოსწრება დაბალია.საკმაოდ რთულია მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ძირითადი ორიენტაცია საკლასო სამუშაოზე მაქვს აღებული. ვცდილობ თემის ძირითადი მასალა სწორედ კლასში იყოს განხილული, რათა მოსწავლეთა  ჩართულობის მონიტორინგის საშუალება უფრო ეფექტურად მოვახერხო და მასალის ნაწილობრივი ათვისება მოხერხდეს. ვიყენებ სხვადასხვა რესურსს მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისათვის.კლასს უჭირს შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება, ასევე უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა.მოსწავლეების ნახევარზე მეტი სისტემატიურად აცდენდა გაკვეთილებს, რის გამოც მე-9 კლასის 5 მოსწავლეს დაუგროვდათ გაცდენილი საატების 30%-ზე მეტი, მათ წლის ბოლოს დაენიშნათ ექსტერნის გამოცდა. ხოლო 3 მოსწავლეს წლის ბოლოს ქონდა არადამაკმაყოფილებელი შეფასება და მათ დაენიშნათ საშემოდგომო გამოცდა.
მეთორმეტე კლასები არის საატესტატო კლასი, მათ ისტორიის საგანში აქვთ cat-ის გამოცდა, ამიტომაც ძირითადი აქცენტი აღნიშნულ კლასებში გამახვილებული მქონდა მათ საგამოცდო მზადებაზე. სისტემატიურად ვუტარებდი ტესტურ გამოკითხვებს, ვმუშაობდით საგამოცდო პროგრამის მიმდინარე საკითხებზე. ასევე მეთორმეტე კლასი შეისწავლა საქრთველოს ეთნოგრაფიის ერთსემესტრიანი კურსი.აღნიშნულ საგანში არ არსებობს სახელმძღვანელო, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ლიტერატურიდან და ვებგვერდებიდან მოვიძიე თემატური მასალა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა  მხოლოდ პირველი სემესტრის განმავლობაში.
კლასების აკადემიური მოსწრების მონიტორინგის შედეგები სასწავლო წლის დასასრულს.

10
9
8
7
6
5
4
3
2
VII

3
2
2
4
5

1

VII
1
5
5
1
3
5
2


VIII
4
2
4
6
6
4
1


IX


3
3
3
7
2


XII
1

1
1
10
7



XII
3
2
6

5
5



XII ა ეთნოგრაფია
2

3
2
7
6



XII ბ ეთნოგრაფია
4
2
5
2
2
7




პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია

     სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები განვახორციელე შემდეგი თანმიმდევრობით, კონკრეტულად კოლეგებთან ეფექტური უკუკავშირის მისაღებად ვმართავდი სამუშაო შეხვედრებს, როგორც საგნის მასწავლებელი და კათედრის ხელმძღვანელი. ვსჯელობდით შეფასების კრიტერიუმების დახვეწაზე და სასწავლო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე. სსმ მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად თვითრეფლექსიის შემდეგ ვქმნიდი ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს, რომლებშიც მაქსიმალურად ვითვალისწინებდი შედეგზე გამსვლელ ეფექტურ აქტივობებს და მივმართავდი იმ კოლეგებთან უკუკავშირს, რომლებიც ასწავლიდნენ კონკრეტულ მოსწავლეებს.პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გასაუმჯობესებლად ვიყენებდი ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პროექტი, დისკუსია, დებატები, ასევე ვქმნიდი თვითშეფასების ცხრილს, რაც მეხმარებოდა ხარვეზების აღმოფხვრაში.პრობლემად რჩება კვლავ შემაჯამებელი წერები. წლიურმა შედეგებმა საკმაოდ დაბალი დონე აჩვენა. ვფიქრობ მომავალი წლიდან ამ კუთხით ატივობების დაგეგმას და შედეგების გაუჯობესებას.

  ვფიქრობ, პროფესიული მუშაობის გასაუმჯობესებლად მომდევნო სასწავლო წლის სამოქმედო გეგმაში ავსახო ისეთი აქტივობები, რომლებიც დამეხმარება სქემით გათვალისწინებულ კარიერულ წინსვლასა და გამოცდილების გაღრმავებაში.

No comments:

Post a Comment