სადამრიგებლო ანგარიში-I სემესტრი

სსიპ N108 საჯარო სკოლის XII ა კლასის დამრიგებლის ნანა ზაზანაშვილის
სემესტრული ანგარიში
    2017 სასწავლო წლის დასაწყისიდან ვხელმძღვანელობ XII ა  კლასს. კლასში არის 24 მოსწავლე, აქედან 12 ბიჭია და 12 გოგონა. კლასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა ეროვნების ბავშვებით, კლასის აკადემიური მოსწრება I სემესტრის ბოლოს არის საშუალო.მიმდინარე სასწავლო წელს წავიდა ერთი მოსწავლე (ბიჭი).კლასში ერთ მოსწავლეს (ბიჭი) დაუგროვდა გაცდენების 30% მეტი, რის გამოც ის არის შეუფასებელი და დაენიშნება ექსტერნის გამოცდები.სემესტრის დასასრულს დარჩა 23 მოსწავლე.
კლასის აკადემიური მოსწრება არის საშუალო
10-9
8-7
6-5
4-3
2-1
1
2
18
1



  ზოგადად კლასი არის დისციპლინირებული და მობილიზებული. ნებისმიერ აქტივობას ასრულებენ პასუხისმგებლობით. სემესტრის განმავლობაში კლასში დავგეგმე სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გამომდინარე იქედან,რომ ჩემი სადამარიგებლო კლასი არის დამამთავრებელი, ძირითადი აქცენტი სემესტრის განმავლობაში გადატანილი იყო საგამოცდო საკითხების მზადებაზე, კლასს უტარდებოდა შუალედური წერები ოთხივე საგამოცდო საგანში. სისტემატიურად ვაწარმოებდი კლასის აკადემიური მოსწრების მონიტორინგს.ასევე აქტიურად ვთანამშრომლობდი საგნის მასწავლებლებთან და ვადგენდი მოსწავლეების საჭიროებებს.
ჩემი სადამრიგებლოს მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს საგნობრივ ოლიმპიადაში  და  მათგან ორი მოსწავლე  გადავიდა რუსული ენის მეორე ტურში.
  სემესტრის განმავლობაში  ვატარებდი საკლასო საათს და ვმართავდით დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: „ჩემი მიზანი“; „სწრაფვა წარმატებისკენ“. ასევე ვაჩვენე მხატვრული ფილმი „ჩემი სამყარო“, რის შემდეგაც გავმართეთ დისკუსია ფილმის შესახებ.აღნიშნული თემები ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას, პასუხისმგებლიან და კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებას.
    ჩავატარე მშობელთა კრება სემესტრის დასაწყისში და  სემესტრის დასასრულს, ასევე საჭიროებისამებრ მქონდა ინდივიდუალური შეხვედრებიც მშობლებთან.
  ვფიქრობ ჩემი მუშაობა სემესტრის განმავლობაში არის დამაკმაყოფილებელი, მეორე სემესტრიდან ვგეგმავ მეტ აქტიურ შეხვედრებს საგნის მასწავლებლებთან და ასევე მშობლებთან, რათა მოსწავლეების საგამოცდო მზადება წარიმართოს უფრო ეფექტურად.


No comments:

Post a Comment