საგნობრივი ანგარიში-I სემესტრი

სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის  ისტორიის პედაგოგის ნანა ზაზანაშვილის 2017-2018 სასწავლო წლის I სემესტრის საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი 7გ,7დ,8ა,9ბ, 12ა, 12ბ კლასებში.
მეშვიდე კლასებში გავდივართ ძველი მსოფლიო ისტორიის კურსს, რომელიც  შინაარსობრივად საინტერესო და მრავალფეროვან თემებს მოიცავს, აქედან გამომდინარე ჩემს მიერ დაგეგმილი იქნა სხვადასხვა მიზნობრივი აქტივობები.მართალია ზოგადად ორივე კლასის აკადემიური მოსწრება საშუალო დონისაა, თუმცა მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან კლასგარეშე აქტივობებში.სექტემბრის თვეში აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით სკოლის ფარგლებში საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის ინიციატივით გაიმართა კვირეული, რომელიც დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. მეშვიდე კლასებიც ჩაებნენ  ამ კვირეულში. მათ მიერ მომზადებული იქნა აფხაზეთის დაცემის დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთები, გარდა ამისა მათთვის მოვამზადე საინფორმაციო პრეზენტაცია , რომელიც აფხაზეთის ომში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.გარდა ამისა ვიყავით თბილისის ეროვნულ მუზეუმში. ბავშვებმა მოინახულეს პრეისტორიული ეპოქის ამსახველი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იყო უძველესი ადამიანის ექსპონატები და მათი საქმიანობის ამსახველი არქეოლოგიური მასალა.სემესტრი დასასრულს აღნიშნულ კლასებში განვახორციელე პროექტი „მსოფლიოს შვიდი საოცრება“ მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში, წარმოადგინეს მათ მიერ დამზადებული მაკეტები, კედლის გაზეთები და საპრეზენტაციო მასალა, პროექტის დასასრულს გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფები სხვადასხვა ნომინაციებში.
ვფიქრობ ამ კლასებში ჩემი მუშაობა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მომავალი სემესტრიდან კიდევ უფრო მრავალფეროვანი აქტივობების შეტანას და განხორციელებას ვგეგმავ, რაც მეტად აამაღლებს სუსტი მოსწავლეების მოტივაციას სწავლისადმი და უზრუნველყოფს მათ ჩართულობას საკლასო პროცესში.
მერვე კლასში ასევე შევისწავლით მსოფლიო ისტორიის კურსს, რომელიც მოიცავს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდებს.ეს კურსი  შინაარსობრივად ყველაზე აქტუალურ თემებს მოიცავს და ახლოსაა თანამედროვეობასთან. გამომდინარე აქედან თითქმის ყველა თემის განხილვისას კლასში იმართება დისკუსიები-დებატები.კლასის მზაობა ნებისმეირ აქტივობებში ხელს მიწყობს მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებაში.კვირეულის ფარგლებში მერვე კლასში ჩატარდა ღონისძიება „ჩვენ გვახსოვს“, რომელიც მიეძღვნა ქართველი იუნკერების ხსოვნას.სისტემატიურად ვატარებდი საინფორმაციო პრეზენტაციებს,ასევე მოსწავლეები თავად ატარებდნენ შემაჯამებელ გაკვეთილებს პრეზენტაციების დახმარებით, მერვე კლასი ასევე მონაწილეობას იღებდა შიდა სასკოლო დებატებში.
მეცხრე კლასში შევისწავლით საქართველოს ისტორიას.კლასის აკადემიური მოსწრება დაბალია.საკმაოდ რთულია მათი საგაკვეთილო პროცესში ჩართვა. ძირითადი ორიენტაცია საკლასო სამუშაოზე მაქვს აღებული. ვცდილობ თემის ძირითადი მასალა სწორედ კლასში იყოს განხილული, რათა მოსწავლეთა  ჩართულობის მონიტორინგის საშუალება უფრო ეფექტურად მოვახერხო და მასალის ნაწილობრივი ათვისება მოხერხდეს. ვიყენებ სხვადასხვა რესურსს მოსწავლეთა მეტი დაინტერესებისათვის.კლას უჭირს შემაჯამებელი სამუშაოების შესრულება, ასევე უჭირთ არგუმენტირებული მსჯელობა.
მეთორმეტე კლასები არის საატესტატო კლასი, მათ ისტორიის საგანში აქვთ cat-ის გამოცდა, ამიტომაც ძირითადი აქცენტი აღნიშნულ კლასებში გამახვილებული მქონდა მათ საგამოცდო მზადებაზე. სისტემატიურად ვუტარებდი ტესტურ გამოკითხვებს, ვმუშაობდით საგამოცდო პროგრამის მიმდინარე საკითხებზე. ასევე მეთორმეტე კლასი შეისწავლა საქრთველოს ეთნოგრაფიის ერთსემესტრიანი კურსი.აღნიშნულ საგანში არ არსებობს სახელმძღვანელო, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ლიტერატურიდან და ვებგვერდებიდან მოვიძიე თემატური მასალა, რომლის შესწავლაც მიმდინარეობდა სემესტრის განმავლობაში.
კლასების აკადემიური მოსწრების მონიტორინგის შედეგები I სემესტრის დასასრულს.

10
9
8
7
6
5
4
3
2
VII

2
2
3
9
4

2

VII
1
6
4
3
4
4
2


VIII
4
2
4
5
6
5
4
1

IX

3
3
2
2
5
3
6
1
XII

2
3
7
3
7



XII
2
4
4
2
4
6



XII ა ეთნოგრაფია
2

3
2
7
6



XII ბ ეთნოგრაფია
4
2
5
2
2
7





No comments:

Post a Comment