ფასილიტატორის ანგარიში


საზოგადოებრივი მეცნიერებების, ესთეტიკის და სპორტის კათედრების ჯგუფის ფასილიტატორის ნანა ზაზანაშვილის წლიური მუშაობის რეფლექსია

2015 წლის ოქტომბერში ქალაქ თბილისის N108-ე საჯარო სკოლაში ამირჩიეს ერთ-ერთ ფასილიტატორად.ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არიან საზოგადოებრივი მეცნიერებებისა,  ესთეტიკისა და სპორტის კათედრის წევრი პედაგოგები.ჯგუფში გაერთიანებული არიან ისტორიის, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, მუსიკის და სპორტის მასწავლებლები.
  ჩემი როგორც ფასილიტატორის უპირველესი ამოცანა იყო პედაგოგების საჭიროებებზე მორგებული სამოქმედო გეგმის დასახვა, რომელიც ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პედაგოგებისათვის უფრო მარტივად და გასაგებად აღსაქმელს გახდიდა მიწოდებულ ინფორმაციას.
   სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგებმა კვლავ შეავსეს თვითშეფასების კითხვარი,გაითვალისწინეს წინა წლების გამოცდილებები და გააუმჯობესეს სტრატეგიები და აქტივობები. პედაგოგებმა ასევე შეადგინეს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, რომელშიც გამოკვეთეს მათთვის ყველაზე პრობლემური საჭიროებები და წლის სამუშაო  ამ გეგმის მიხედვით დაგეგმეს.
სასწავლო წლის განმავლობაში მასწავლებლებმა დაგეგმეს შიდა დაკვირვების გაკვეთილების წარმართვა, გაიარეს ტრენინგები პროფესიული და საგნობრივი კუთხით. ასევე აწარმოეს საწრეო და საკლუბო მუშაობა. 2017-2018 სასწავლო წლის მიმდინარეობისას სულ ჩატარდა 9 შიდა შეფასების გაკვეთილი. მასწავლებლების მიერ წარმართული ყველა გაკვეთილი შეფასების ჯგუფის მიერ შეფასდა დადებითად.გაკვეთილების შეფასება ხდებოდა ყველა წესის დაცვით. მასწავლებლები წერილობით მოგვმართავდნენ გაკვეთილის ჩატარევის შესახებ, შემდეგ ეწყობოდა წინასაგაკვეთილო შეხვედრა შეფასების ჯგუფთან და განხილვა გაკვეთილისა და საჭირო რეკომენდაციების მიცემა. გაკვეთილს მუდმივად ესწრებოდა შეფასების ჯგუფის ოთხივე წევრი.ხოლო შემდეგ ვახდენდით  მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილისა და რეფლექსიის შეფასებას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანების თანახმად 2018 წლის 25 ივნისს დასრულდა მასწავლებლების მიერ დოკუმენტაციის ატვირთვა მათ პირად escool-ის გვერდზე.ამის შემდგომ შეფასების ჯგუფი შეუდგა დოკუმენტაციის შესწავლასა და შეფასებას. აღასანიშნავია რომ, ჩემი ფასილიტაციის ქვეშ მასწავლებელების უმრავლესობას უგროვდებათ საკმარისი რაოდენობის კრედიტები, რის შედეგადაც მათ ეცვლებათ სტატუსი და გადადიან უფროსი მასწავლებლის პოზიციაზე.
  ვფიქრობ სასწავლო წლის განმავლობაში ჩემი და ჩემი პედაგოგების მუშაობა იყო ნაყოფიერი და შედეგიანი. მასავლებლებმა მიიღეს კარგი გამოცდილება და წარმატებით დაადასტურეს მათი კომპეტენციები სწავლების პროცესში.

No comments:

Post a Comment